ხანძარი

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სახლის მეორე სართულზე გაჩნდა და ის 30 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

ხანძრის დროს მამაკაცი სახლში იმყოფებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კომენტარები