კორონავირუსი

ესპანეთში ბოლო 24 საათში Covid 19-ით 539 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 6368 ახალი შემთხვევა

REUTERS/Sergio Perez

ესპანეთში ბოლო 24 საათში Covid 19-ით 539 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 6368 ახალი შემთხვევა. 23 მარტს ევროპაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ ესპანეთში დაფიქსირდა.

ჯამში, 23 მარტის მონაცემებით, ქვეყანას 2,311 გარდაცვლილი და 35,136 დაავადებული ჰყავს. ინფიცირებული პაციენტებიდან 2,355-ის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

მსოფლიოში კორონავირუსი 378,829 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა - 16,509, ხოლო გამოჯანმრთელდა - 102,064 ადამიანი. მსოფლიოში ყველაზე მეტი გარდაცვლილი იტალიას ჰყავს (6,077 ადამიანი), ხოლო ყველაზე მეტი ინფიცირებული ჩინეთს (81,171).

კომენტარები