ილია მეორე

ილია მეორე: არ შეგვეშინდეს, ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ, ღვთის განგებითაა ყველაფერი

არ უნდა შეგვეშინდეს, ეს ჯვრის გზაა, გოლგოთა უნდა გავიაროთ ჩვენ და უფალი გვიადვილებს ამ გზას. საქართველო არის წილხვედრი, ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ღვთის განგებითაა ეს ყველაფერი. ეს რაც ხდება შორი შორს დადექითო ეკლესიის გარშემო დადექითო, ეს ყველაფერი თქვენთვის არის, ეს ყველაფერი იოლი შესასრულებელია, მთავრი ის არის რომ ჩვენ არ განვშორდეთ უფალს უფალთან ვიყოთ. აი ჩვენ რომ ვამბობთ, ჩვენთან არს ღმერთი ეს არის მთავარი და მადლობა უფალს რომ მისი გაგვხადა. 

​დაწყებულია სულიერი განწმენდა ადამიანისა, მტკიცედ იდექით. წყალობა და მადლი ღვთისა ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათა. არ შეგეშინდეთ, უფალი ჩვენთან არს. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. 

სახლში უნდა გქონდეთ ნაკურთხი წყალი და უნდა ისხუროთ. თქვენს შვილებს, ოჯახს, სახლს, კარ- მიდამოს და ბოროტი სული ვერ მოგეახლება თქვენ. თქვენ ბრძანდებით და ჩვენ ვართ რჩეული ღვთთისა.

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას სამების ტაძარში

კომენტარები