კორონავირუსი

იმნაძე: ბოლო შემთხვევა უცნაურია, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს, ახლა მოუნდა მოგზაურობა

პაატა იმნაძე

დაავადებატა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ პირი, რომელსაც კორონავრიუსი დღეს საღამოს, აჭარაში დაუდასტურდა, საფრანგეთის მოქალაქეა და მოგზაურობდა.

"ცოტა უცნაური შემთხვევაა, საფრანგეთის მოქალაქეა. რატომღაც ახლა მოუნდა მოგზაურობაში წასვლა, მთელი მსოფლიო რომ თავს იკავებს. ჩვენამდე იყო საბერძნეთში, შემდეგ ჩამოფრინდა საქართველოში. იმყოფებოდა კარავში, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, უცხოეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა სასეირნო და სამოგზაურო მიზნით შეზღუდულია", - თქვა პაატა იმნაძემ მაესტროსთან ინტერვიუში.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ის საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, შემდეგ კი, როდესაც სიმპტომები განუვითარდა, ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს.

"ადვილად მისადევნებელი შემთხვევაა, იმიტომ, რომ არის შემოტანილი შემთხვევა და იმყოფებოდა საკარანტინო სივრცეში", - თქვა იმნაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან გამოჯანმრთელდა 1 პირი.

კომენტარები