საგანგებო მდგომარეობა

მეუფე გერასიმე: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ზიარებასთან არ არის დაკავშირებული

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე ამბობს, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობსი გადაწყვეტილების მიღება ზიარების წესთან "არანაირად არ არის დაკავშირებული".

მეუფე გერასიმე ტელეკომპანია პირველთან ინტევიუში ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სასულიერო პირებისთვისაც მოულოდნელი იყო და, მისივე თქმით, შეიკრიბებიან, რათა იმსჯელონ, როგორ უნდა მოიქცნენ.

"მოხდება ყველას გაფრთხილება, ინფორმირება, რომ ასეთი რეგულაციები შემოვიდა. ეკლესია არ დაიკეტება, ეკლესია არ დაიხურება. ხვალ დილით იქნება 9 საათზე წირვა. დღეს, ალბათ, მოეფინება ნათელი, როგორ უნდა ჩატარდეს ხვალინდელი დღე ეკლესიებში. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის, თუმცა მას გასაგრძელებლად 48 საათის განმავლობაში პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება.

პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ 10 კაცზე მეტის შეკრება შეიზღუდება. კითხვაზე, ეხება თუ არა შეკრების შეზღუდვა ეკლესიას, გახარიამ თქვა, რომ შეზღუდვა ეხება "ყველას და ყველაფერს". 

გუშინ, 20 მარტს, სინოდის სხდომა გაიმართა. წმინდა სინოდმა არც ღვთისმსახურებები შეაჩერა და არც ზიარების წესი არ შეცვალა.

კომენტარები