კორონავირუსი

პომპეო: ჩინეთი, რუსეთი და ირანის რეჟიმი კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებენ

მაიკ პომპეო
The Hill

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ჩინეთი, რუსეთი და ირანის რეჟიმი კორონავირუსზე დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებს აშშ-ის მიერ განხორციელებული აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურდათ.

"დეზინფორმაცია მსოფლიოდან სხვადასხვა აქტორებისგან მოდის, მაგრამ ასევე, ხშირად მოდის ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან, რუსეთიდან, ირანიდან - ამ ქვეყნებს სურთ ძირი გამოუთხარონ იმას, რასაც ჩვენ აქ ვაკეთებთ - ჩვენ დემოკრატიას, ჩვენ თავისუფლებას, თუ როგორ ვპასუხობთ ამ რისკს, ვუხანის ვირუსს, მათ ჩვენი აქტივობებისთვის ძირის გამოთხრა სურთ. ჩვენ დიდებულ საქმეს ვაკეთებთ, ამერიკელმა ხალხმა რეაგირება მოახდინა იმაზე, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა სთხოვა, რათა ისინი უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ თავიანთ ოჯახებთან და თავიანთ წრეებში. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ამ დეზინფორმაციას ჩვენი აქტივობებისთვის ძირის გამოთხრას საშუალებას არ მივცემთ," - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

24 თებერვლის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სოციალურ მედიაში რუსეთთან დაკავშირებული ათასობით ანგარიში გამოავლინა, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებდნენ, რათა კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკა დაეთესათ, დეზინფორმაცია გაევრცელებინათ და დაეკნინებინათ ეპიდემიასთან ბრძოლის გლობალური მცდელობები. 

დეზინფორმაციის კამპანია ავრცელებს უსაფუძვლო კონსპირაციის თეორიებს იმის შესახებ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების უკან აშშ დგას, რითიც მსოფლიოს თვალში ამერიკის იმიჯის შელახვას ცდილობენ. 

საპასუხოდ, 4 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ პანიკის გავრცელების მიზნით, რუსეთს საზღვარგარეთიდან კორონავირუსზე ყალბ სიახლეებს უგზავნიდნენ.

17 მარტს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა, რადგან მან ახალ კორონავირუსს "ჩინური ვირუსი" უწოდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თავად გაავრცელა შეთქმულების თეორია, რომ ვირუსი ჩინეთის ვუჰანის რეგიონში, სადაც ის პირველად 2019 წლის ბოლოს დაფიქსირდა, აშშ-ის არმიამ შეიტანა.

ახალი კორორნავირუსის შემთხვევა უკვე აშშ-ის ყველა შტატში დადასტურდა.

ამჟამად აშშ-ში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 19 774 შემთხვევა გამოვლინდა, დაღუპულია 275 პირი, გამოჯანმრთელებულია 147.

მსოფლიოში კორონავირუსი 282 744 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 11 820, გამოჯანმრთელებულია 93 509.

კომენტარები