კორონავირუსი

იმნაძე: შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ბევრი უხარისხო Fake-ტესტი, არის მსოფლიოში ამის გამოცდილება

ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობელი ვიქნებით კერძო სექტორში ყველასი, ვინც შეძლებს და შემოიტანს ტესტებს, რომელიც პირველ რიგში ვალიდური იქნება.

სამწუხაროდ, მე პირადად უკვე გავეცანი მსოფლიოდან 15 თუ 16 მწარმოებლის ტესტებს, რომელთა უმრავლესობაც არავითარ შემთხვევაში, იმ ელემენტარულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, რასაც ტესტები უნდა აკმაყოფილებდეს. არ ჩავუღრმავდები დეტალებს.

ჯანდაცვის მინისტრმა უკვე მოგახსენათ, რომ მოლაპარაკებები სამთავრობო დონეზე მიდის. როცა ქვეყანა გაძლევს რაღაც ტესტს, ამას სხვა გარანტია აქვს, როცა ბაზარზე მოიპოვებ რაღაც ტესტს, ამას ძალიან მაღალი რანგის შესწავლა სჭირდება.

უკვე არის მსოფლიოში გამოცდილება, როცა ასეთი ფეიკტესტები ვრცელდება, აღმოსავლეთის ბევრი ქვეყანა ამით გამოირჩევა, უცებ მოერგებიან ბაზრის საჭიროებებს და შესაძლოა, ბაზარზე გაჩნდეს ძალიან ბევრი უხარისხო ფეიკტესტი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე.

კომენტარები