კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 19 მარტს დილით აღებული 10 პაციენტის ტესტი უარყოფითია, 15-ის ხვალ გახდება ცნობილი

19 მარტს დილით აღებული 10 პაციენტის ტესტმა კორონავირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მისივე თქმით, კიდევ 15 პაციენტის ტესტის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი:

"დილით ვთქვით, რომ 9 პაციენტის ტესტირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ სანამ დამთავრდა ტესტის აღება, მე-10-ც შემოგვემატა. ასე რომ, ათი პაციენტთან დღეს დილით აღებული ცხვირ-ხახის ნაცხის ტესტი ყველა უარყოფითია. შემდგომში, მეორე ეტაპად შემომატებულ პაციენტებთან აღებულია 15 ტესტი, პასუხს ხვალ დილიდან გავიგებთ," - თქვა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 40 შემთხვევაა, რომელთაგან ერთი უკვე გამოჯანმრთელებულია. კარანტინის რეჟიმში 1 600-მდე ადამიანი იმყოფება.

კომენტარები