ეკონომიკა

თებერვალში საქართველოდან $14 მილიონით ნაკლები ექსპორტი განხორციელდა

brianchristner.io

საქსტატმა იანვარ-თებერვალის ექსპორტის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით 2020 წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა 526,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 4,5% ით აღემატება.

1,5%-ით არის გაზრდილი წმინდა ექსპორტის მოცულობაც და 345 მილიონ დოლარს შეადგენს. იანვარ-თებერვალში ექსპორტი უმთავრესად იანვრაში გამოვლენილი ზრდის ხარჯზე გაიზარდა. ახალი კორონავირუსის ფართო გავრცელების პარალელურად, თებერვალში ექსპორტის მაჩვენებელი კლებისკენ წავიდა. 

შედარებისთვის იანვარში ექსპორტის მოცულობამ 177 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც წლის იანვრის მაჩვენებელს 12,3%-ით აღემატება. ხოლო თებერვალში ექსპორტის მოცულობა 168 მილიონ დოლარს გაუტოლდა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 8%-ით - 14 მილიონი დოლარით ნაკლებია. 

იქიდან გამომდინარე, რომ თებერვალში კორონავირუსი პანდემიად ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული, მოსალოდნელია, რომ მარტში ექსპორტის მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება. ამასთანავე, გასათვალისწინებელი ნავთობის ფასები მკვეთრი ვარდნა, რაც როგორც წესი საქართველოდან განხორციელებულ ექსპორტზე უარყოფითად აისახება. 

2020 წლის იანვარ-თებერვალში ყველაზე დიდი მოცულობის 63 მილიონი დოლარის ექსპორტი ჩინეთში გავიდა, მეორე ადგილზე 53 მილიონი დოლარით რუსეთია, ხოლო მესამე ადგილს 51 მილიონი დოლარით ბულგარეთი იკავებს. 

გაიგეთ რა ხდება საქართველოს და მსოფლიოს ეკონომიკაში ყოველდღიური მიმოხილვიდან.

კომენტარები