კორონავირუსი

მინისტრი: დატვირთული მანქანები და გემები გვაქვს, უზარმაზარი მარაგი შემოდის ქვეყანაში

კლიმატური პირობების გამო, ფოთში შემოსული გემების პროდუქციის გადმოტვირთვა რთულდება. ასევე, დასავლეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში დამაკავშირებელ მარშრუტზე არის სირთულეები და ლარსზე არის ძალიან დიდი რიგი. ათასზე მეტი სურსათით დატვირთული მანქანა დგას ლარსზე, რადგან გაწმენდითი სამუშაოები ზოგიერთ მონაკვეთზე არის შეზღუდული ზვავსაშიშროების გამო.

ველოდებით, რომ ორ-სამ დღეში კლიმატური სიტუაცია გამოსწორდება. გზა გაიწმინდება და უზარმაზარი მარაგი შემოვა ქვეყანაში. დიდი, ჭარბი მარაგი გვქონდა შეკვეთილი, რადგან გვქონდა რეგულარული მუშაობა ყველა მომწოდებელთან. ეს მარაგი ქვეყანაში შემოვა და ცრუ პანიკის გამო უბრალოდ კონკრეტული მომხმარებლები დაზარალდებიან

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში სურსათის დიდი მარაგია და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მან მომხმარებელს სიმშვიდისკენ მოუწოდა, რადგან მინისტრის თქმით, "პანიკური მოთხოვნები" და "უკონტროლო შესყიდვები" მოკლევადიანად ფასებს ზრდის და ისევ მოსახლეობას აზარალებს.

კომენტარები