კორონავირუსი

იმნაძე: ბავშვებს ძალიან მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ შეიძლება, ბებიებს და ბაბუებს გადასდონ

"ბავშვებს არ ეკარება" არავის არ უთქვამს. ის, რომ ჩვენთან გამოლინდა [4 შემთხვევა], ჯერ არ არის სტატისტიკაზე ლაპარაკი.

როცა შემთხვევების რაოდენობა ორმოციც არ არის, რაიმე სტატისტიკაზე არასერიოზულია ლაპარაკი. როდესაც ჩინეთმა გამოქვეყნა სტატისტიკა 70 000 შემთხვევაზე, იქიდან შეიძლება გამოიყვანო სტატისტიკა.

ჯერჯერობით, ბავშვები, საბედნიეროდ, ისევ რჩებიან დაბალი რისკის მქონეებად, როგორც დაავადების მიმღებლობასთან, ისე მის სიმძიმესთან დაკავშირებით, მაგრამ ბავშვები რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელების. მათ თვითონ ძალიან მსუბუქად გადააქვთ, მაგრამ ისინი შეიძლება იყვნენ დამატებითი წყარო გავრცელების ბაბუების და ბებიებისთვის

პაატა იმნაძე კორონავირუსზე.

კომენტარები