კორონავირუსი

უკრაინაში 100 000 პირბადის მოპარვისთვის 3 ადამიანი დააკავეს

უკრაინის პოლიციამ 100 000 სამედიცინო ნიღბის მოპარვისთვის სამი პირი დააკავეს

პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები 13 მარტს, თავს დაესხნენ სამედიცინო ნიღბების დისტრიბუტორებს და იარაღის მუქარით, მილიონი გრივენის ღირებულების საქონელი გაიტაცეს. 

სამივე დაკავებული კიევიში მცხოვრები პირია. 

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ქვეყანაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. სამ ქალაქში, მათ შორის კიევში, დაიხურება მეტრო. აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

კომენტარები