ჯონ ლეჯენდი

ჯონ ლეჯენდი კრის მარტინის მსგავსად კონცერტს სახლიდან გამართავს

ET

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუსიკოსებმა თავიანთი კონცერტები და ტურები გაურკვეველი ვადით გადაიტანეს. 

ცოტა ხნის წინ, კრის მარტინმა ფანებისთვის, რომლებიც იზოლაციაში არიან,  ინტერაქციული კონცერტი გამართა და ინსტაგრამზე ლაივ ვიდეო გააზიარა. 

იმავეს გაკეთებას გეგმავს ჯონ ლეჯენდი, ხვალ, თბილისის დროით - დღის 12 საათზე.

"ჩემმა მეგობარმა, კრის მარტინმა სახლიდან მშვენიერი კონცერტი გამართა. მე კი იმავეს ხვალ - წყნაროკეანული სტანდარტული დროით პირველ საათზე (თბილისის დროით 12:00 საათზე) გავაკეთებ. მალე შევხვდებით. ვეცადოთ, ამ სიტუაციას ერთად გავუმკლავდეთ!" დაწერა მუსიკოსმა ტვიტერზე.

სახლის კონცერტის ვიდეო გააზიარა კიტ ურბანმაც ნიკოლ კიდმანთან ერთად:

View this post on Instagram

#InstaBand

A post shared by Keith Urban (@keithurban) on

თვითიზოლაციაში მყოფი ფანებისთვის სიმღერა To Make You Feel My Love მომღერალმა Pink-მა შეასრულა.

კომენტარები