კორონავირუსი

ზელენსკი უკრაინელ ახალგაზრდებს: ვფიქრობ, დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძოლის დრო დადგა

reuters

"ვფიქრობ, დემოგრაფიულ კრიზისთან ბრძლის დრო დადგა" - მიმართა ურაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინელ ახალგაზრდებს, რომლებიც კორონავირუსის გამო შინ რჩებიან. 

უკრაინის პრეზიდენტმა გადაცემაში "სიტყვის თავისუფლება" ისაუბრა.

"იყავით სახლში, იკითხეთ წიგნები. ახალგაზრდებმა იცით, რომ გვაქვს ერთი კრიზისი - უკრაინაში დემოგრაფიული კრიზისი არავის გაუუქმებია", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების 7 შემთხვევაა დადასტურებული, ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. ქვეყანაში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ავტობუსების, ავია და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდება. სამ ქალაქში, მათ შორის კიევში, დაიხურება მეტრო. აიკრძალა 10 ადამიანზე მეტის შეკრება.

კომენტარები