კორონავირუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ მათთან მომუშავე ორ პირს კორონავირუსი დაუდასტურეს.

შემთხვევები ჯანმო-ს სათაო ოფისში, ჟენევაში დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ ჟენევაში გასულ კვირას ვირუსით დაინფიცირება გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც დადასტურდა.

"მათ დატოვეს ოფისი და შემდეგ სახლში სიმპტომები აღმოაჩნდათ, ტესტირება ჩაიტარეს და COVID-19 დაუდასტურდათ. ჩვენ ორი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს," - განაცხადა ჯანმო-ს სპიკერმა კრისტიან ლინდმეიერმა.

ჯანმო-ს სათაო ოფისში დაახლოებით 2 400 პირია დასაქმებული, ვირუსის სავარაუდო გავრცელების თავიდან ასარიდებლად, მათი უმეტესობა ამჟამად სახლიდან მუშაობს.

შვეიცარიაში ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირების 2 354 შემთხვევა დადასტურდა. დაღუპულია 21. გამოჯანმრთელდა 4.

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 182 742 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 174. გამოჯანმრთელდა 79 883 პირი. 

კომენტარები