გახარია: შეიქმნება მექანიზმი, რომელიც 70 წელს გადაცილებულ და სოციალურად დაუცველებზე იზრუნებს

მთავრობის რესურსი არის შეზღუდული, შეუძლებელია გლობალურ გამოწვევას მხოლოდ მთავრობამ უპასუხოს.

ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ ჩვენს მოხუცებულებზე. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მთავრობის რეკომენდაცია გახლავთ, 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები, უკლებლივ თითოეული, მოექცნენ თვითიზოლაციაში. ეკონომიკის სამინისტრომ და საქართველოს ფოსტამ უნდა შექმნან მექანიზმი, ჯანმრთელობის სამინისტროსთან ერთად, რომლითაც შეძლებენ, სოციალურად დაუცველ პენსიონერებს მიაწოდონ შესაბამისი მომსახურეობა, რომელიც მათ ესაჭიროებათ ყოველდღიურად.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსზე.

კომენტარები