ჯიუტია ადამიანის ბუნება, რაც მეტია გამოწვევა, მით მეტია დაუოკებელი ჟინი, გამარჯვებით გამოვიდეს ამ გამოწვევიდან. შებრძოლებით, კოორდინირებით, სიტუაციის სწორად შეფასებით და რაც მთავარია, ერთმანეთის იმედით. სამოქმედო გეგმაში, ჩვენმა ხელისუფალმა, პირველი სიტყვით მიიპყრო ყურადღება, რომელიც უსაფრთხოებასთან იყო დაკავშირებული და ყველაფერი დანარჩენი ამ უსაფრთხოებასთან იყო აღქმული, კოორდინირებული. დიახ, უსაფრთხოება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: რწმენა, წესრიგი, განათლება. ჩვენი ქვეყანა დღეს, გადაიქცა ექიმებად, ზოგი სიტყვით უნდა მკურნალობდეს, ზოგი თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდეს თავის დაწესებულებაში და რაც მთავარია ხელისუფალი უნდა იყოს წარმოდგენილი როგორც სწორი, სწორუპოვარი, იმედიანი, მართალი, მკურნალი, რომელმაც ზუსტად იცის გამოწვევების შინაარსი, იცის გართულების სავარაუდო პერსპექტივა და აქედან გამოსავლის გზები მოძებნილი აქვს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, სრულიად საქართველოს ყველა ბინადარს, რომელიც გონებრივად მოეკიდა ამ სირთულეს [კორონავირუსს] შეაფასა თავისი თავი, როლი და ადგილი და დღეს, თავის მოკრძალებულ წვლილს არ აყვედრის თავის დანარჩენ მემამულეებს.
კორონავირუსი
კახაძე კორონავირუსზე: მადლობა ყველა ბინადარს, რომელიც თავის წვლილს არ აყვედრის დანარჩენებს
tbl.ge/4jgh
დაკოპირდა
თქვა დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე.
ამავე თემაზე
- გერმანიაში მცხოვრებმა 62 წლის მამაკაცმა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 217-ჯერ გაიკეთა
- WHO: ჩინეთის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები COVID-19-ის გავრცელების რეალურ შედეგებს არ ასახავს
- ნილ იანგი Spotify-ის კორონავირუსის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო უპირისპირდება
- ჰონგ კონგში, ზოომაღაზიაში კორონავირუსის გავრცელების გამო 2000-მდე ზაზუნას დააძინებენ
- Pfizer-ის CEO: ვირუსი წლების განმავლობაში დარჩება, თუმცა შეზღუდვების დაწესებას აღარ გამოიწვევს