ელექტროენერგიის შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 17 მარტს ელექტრომომარაგება შეუწყდება

Creative commons

17 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო დასახლების და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებენ თელასში.

კომენტარები