ელექტროენერგიის შეზღუდვა

ვაკის რაიონში 20-ზე მეტ ქუჩას ხვალ, 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

telasi.ge

ხვალ, 29 ოქტომბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუზღუდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს  ასახელებს.

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, წყნეთის სამხედრო დასახლების, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიის,  ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, ჭავჭავაძის გამზირის, თამარაშვილის, ყიფშიძის, გიორგი წერეთლის, აბაშიძის, მოსაშვილის, მიშველაძის, ცხვედაძის, ტაბიძის, ფალიაშვილის, რაზმაძის, კავსაძის, ბერძენიშვილი და მუხაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების (ნაწილობრივ), ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ქობულეთის      ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" აცხადებს თელასი.

კომენტარები