კორონავირუსი

სამინისტრო: სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, "სამკერვალო საწარმოები მზად არიან, აქტიურ რეჟიმში დაიწყონ პირბადეების წარმოება". ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს 16 მარტს შეხვდა. 

"კომპანიების ხელმძღვანელებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში მაქსიმალური ძალისხმევითა და რესურსებით გვერდში დაუდგებიან სახელმწიფოს და საკუთარ მოქალაქეებს" - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 33 შემთხვევაა დადასტურებული. რამდენიმე კვირაა, აფთიაქებში დეფიციტშია პირბადეები.

კომენტარები