ლედი გაგა

ლედი გაგა: ღმერთს ვესაუბრე და მითხრა, რომ კარგად ვიქნებით

instagram

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის გამო, სხვადასხვა ცნობილი ფიგურა საზოგადოებას თვითიზოლაციისა და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

მომღერალმა ლედი გაგამ თავის ინსტაგრამზე დაწერა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მშობლებისა და ბებიების ნახვა უნდა, მათი კეთილდღეობისთვის თავს იკავებს. 

"მოკლედ,  სხვადასხვა ექიმებსა და მეცნიერებს ველაპარაკე. ვიცი, რომ მარტივი არავისთვის იქნება, მაგრამ ყველაზე ჯანსაღი და კეთილი გადაწყვეტილება დღეს - თვითიზოლაცია, დიდ ჯგუფებთან და 65 წელს გადაცილებულ ადამიანებთან ურთიერთობისგან თავის შეკავებაა. ძალიან მინდა მშობლებისა და ბებიების მონახულება, მაგრამ მათი უსაფრთხოებისთვის აჯობებს, რომ ეს არ გავაკეთო. სახლში ვრჩები ჩემს ძაღლებთან ერთად. ყველანი მიყვარხართ. ყველაფერს  ერთად გადავიტანთ. დამიჯერეთ, ღმერთს ვესაუბრე და მან (გაგა ღმერთს მდედრობით სქესში მოიხსენიებს) მითხრა, რომ კარგად ვიქნებით."

კომენტარები