ლედი გაგა

ლედი გაგა: 19 წლის ასაკში გამაუპატიურეს, მოძალადისგან დავორსულდი

Insider

ლედი გაგამ სექსუალური ძალადობის შესახებ პირველად 2014 წელს ილაპარაკა. მომღერლის თქმით, 19 წლის ასაკში მუსიკალურმა პროდიუსერმა არაერთხელ გააუპატიურა.

ოპრა უინფრისა და პრინცი ჰარის ერთობლივ შოუში, მომღერალმა კიდევ ერთხელ გაიხსენა მძიმე ისტორია. როგორც დაორსულდა  გაგა მოძალადისგან.

"19 წლის ვიყავი, მუსიკალურ ბიზნესში ვმუშაობდი, პროდიუსერმა ტანსაცმლის გახდა მომთხოვა, თავიდან უარი ვუთხარი, მაგრამ არ მომეშვა, გავიყინე და... კარგად აღარ მახსოვს რა მოხდა. ბოლოს ჩემმა მოძალადემ, ორსული, ქუჩაში მიმაგდო. უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მივიღე, რომელთან გამკლავება დღემდე მიხდება. #MeToo მოძრაობას მხარს ვუჭერ, მაგრამ საკუთარი მოძალადის გამხელისთვის მზად არ ვარ, აღარასდროს არ მინდა, გადავეყარო". – ამბობს მომღერალი.

მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის შემდეგ, მომღერალს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა(PTSD) განუვითარდა. 

 

კომენტარები