ლედი გაგა

ლედი გაგას მოპარული ძაღლები, კოჯი და გუსტავი, დაუბრუნეს

ლედი გაგა/კოჯი და გუსტავი

ლედი გაგას მოპარული ძაღლები, ფრანგული ბულდოგები, გუსტავი და კოჯი დაუბრუნეს. ძაღლები ლოს-ანჯელესის პოლიციის განყოფილებაში უცნობმა ქალმა მიიყვანა. ლედი გაგას წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ორი ფრანგული ბულდოგი ნამდვილად მომღერალს ეკუთვნის. პოლიციის თანახმად, ქალი, რომელმაც ძაღლები დააბრუნა, ცხოველების გატაცებასთან დაკავშირებული არ არის.

ლედი გაგას ძაღლები 24 თებერვალს გვიან ღამით მოიპარეს. გამტაცებელმა მომღერლის ძაღლების გამსეირნებელს ესროლა და ცხოველები მოიპარა. შემთხვევის შემდეგ ძაღლების გამსეირნებელი, რაიან ფიშერი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ლედი გაგა იმ ადამიანს, რომელიც ძაღლების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიდა, ჯილდოს, ნახევარ მილიონ დოლარს, სთავაზობდა.

ლედი გაგას ძაღლები, კოჯი და გუსტავი
ფოტო: Twitter/@ladygaga

 

კომენტარები