ლედი გაგა

ლედი გაგა რუსებს: რუსეთში უნდა დაგეკავებინეთ, მაშინ სულელები იყავით, ახლაც სულელები ხართ

ამერიკელმა მომღერალმა და მსახიობმა, ლედი გაგამ, ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე რუსებს სულელები უწოდა.

"მათ რუსეთში მაშინ უნდა დავეკავებინე, როდესაც ამის შანსი ჰქონდათ. მათ ვუთხარი, რომ ჩემთვის ბორკილები დაედოთ. იმ დღესაც სულელები იყვნენ და ახლაც სულელები არიან". - თქვა მან.


რა იგულისხმა ლედი გაგამ?

2012 წელს, მოსკოვში გამართულ კონცერტზე მომღერალმა მსმენელს სცენიდან მოუწოდა თანასწორობისკენ და LGBTQ თემს მხარდაჭერა გამოუცხადა.

"ჩემი სახელია ლედი გაგა. მე ნიუ-იორკში, მანჰეტენზე ვცხოვრობ. და დარწმუნებული ვარ, რომ ქალები და კაცები თანასწორად იმსახურებენ სიყვარულს. დამაკავე მოსკოვო, არ მადარდებს". - თქვა მაშინ ლედი გაგამ.

კომენტარები