კორონავირუსი

მეუფე გერასიმემ მრევლს მონასტერში დამზადებული ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა

livepress

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ დღეს წირვის დასრულების შემდეგ მრევლს კორცხელის დედათა მონასტერში დამზადებული ანტიბაქტერიული სითხე დაურიგა.

Livepress- ის ინფორმაციით, მეუფე გერასიმემ მრევლს სიფრთხილისკენ და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, ზიარების წესი არ შეიცვლება, ხოლო ვისაც ვირუსის სიმპტომები აქვს, შინ დარჩენა ურჩია. მეუფემ ასევე აღნიშნა, რომ სურვილის შემთხვევაში მრევლს სახლში აზიარებენ. 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ არაერთხელ განაცხადა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს და მრევლი, ათობით ადამიანი კვლავ ერთი კოვზით ეზიარება. ეკლესია ამბობს, რომ ამას ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

14 მარტს საპატრიარქომ კორონავირუსთან დაკავშირებით ახალი განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, დასაშვებად მიაჩნიათ, ზიარების შემდეგ სასმლის, "სიტკბოების" მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქით მოხდეს. 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება.

კომენტარები