კორონავირუსი

აშშ-მა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან და ირლანდიასთანაც შეაჩერა

დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი და ნენსი პელოსი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში მიმოსვლა დიდ ბრიტანეთთან და ირლანდიასთანაც შეაჩერა. ინფორმაცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა დაადასტურა

გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათს, 16 მარტს, ღამის 00:00 საათიდან შევა.  

აშშ-ის მოქალაქეებს ქვეყანაში დაბრუნება გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგაც შეეძლებათ. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ მათ კარანტინი უნდა გაიარონ. 

გუშინ, 13 მარტს, დონალდ ტრამპმა აშშ-ში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

მანამდე, აშშ-მა ევროპის 26 ქვეყანასთან მიმოსვლა 30 დღით შეაჩერა. შეზღუდვა ეხებათ იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში გამგზავრებამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში შენგენის ზონაში იმყოფებოდნენ. ამ განმარტების მიხედვით შეზღუდვა არ ვრცელდება ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებზე, რომლებიც შენგენის ზონაში არ შედიან.

აშშ-ში კორონავირუსით 2 499 ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 49 ადამიანი, გარდაიცვალა 55.

კომენტარები