კორონავირუსი

დავითაშვილი: ქვეყანაში სურსათის დეფიციტის შექმნის რისკი არ არსებობს

სურსათის მარაგებთან დაკავშირებით, სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს ძირითადი სასურსათო კატეგორიების მონიტორინგს, იმისთვის, რომ ქვეყანაში დეფიციტი არ შეიქმნას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ არ იყოს პანიკური მოთხოვნილება. პანიკის შემთხვევაში ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, რაც მოსახლეობას დააზარალებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გაითავისოს, რომ რისკი ქვეყანაში დეფიციტის შექმნის ნამდვილად არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზებულად, წყნარ რეჟიმში შევიძინოთ სურსათი

თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები