კორონავირუსი

მთავრობა: კაზინოებს, სლოტკლუბებს, ტოტალიზატორებს რეკომენდაციას ვაძლევთ, შეაჩერონ მუშაობა

Reuters

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, უწყებათაშორისი საბჭო საქართველოში არსებულ კაზინოებს, სლოტკლუბებსა და ტოტალიზატორებს ურჩევს, კორონავირუსის გავრცელების მაქსიმალური პრევენციისთვის დროებით მუშაობა შეაჩერონ. 

"ამასთან, საბჭო მოუწოდებს სექტორში მოქმედ კერძო ბიზნესს, შექმნილი ვითარების ფონზე, გამოავლინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინება არ ასახონ თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე", - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.  

საქართველოსა და თურქეთის მთავრობების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება. ასევე, 24 მარტამდე, საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის, მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდება. 

კომენტარები