Tbilisi Open Air 2020

Tbilisi Open Air 2020 26, 27 და 28 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air 2020 26, 27, 28 ივნისს გაიმართება.

ვინ მიიღებს მონაწილეობას კონცერტებში, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ:

"რადგან ყველანი მოწყენილები ვსხედვართ სახლებში, დროა, გაგახაროთ და გითხრათ, რომ წლევანდელ ლაინაფს სულ მალე გაგანდობთ.

იმედს ვიტოვებთ, რომ ივნისამდე დავამარცხებთ COVID-19-ს, უკან მოვიტოვებთ ამ რთულ პერიოდს და დიდი მონატრების შემდეგ ერთმანეთს Lisi Wonderland-ში შევხვდებით.

რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ, შევცვალოთ ფესტივალის თარიღები და მივიღოთ საჭირო ზომები. დამატებით ინფორმაციას ლაინაფის გამოცხადებისთანავე მიიღებთ.

ერთად დაველოდოთ კარგ ამბებს, გავუფრთხილდეთ ჯანმრთელობას და გვახსოვდეს, რომ მუსიკა ათავისუფლებს!".

კომენტარები