კორონავირუსი

NBA-იმ სეზონი შეაჩერა - ჩემპიონატში კორონავირუსის პირველი ფაქტი დაფიქსირდა

რუდი გობერტი

NBA-იმ სეზონის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, მას შემდეგ, რაც "იუტა ჯაზის" კალათბურთელს, რუდი გობერტს, კორონავირუსი დაუდგინეს.

"NBA შესვენებას აიღებს, რათა განსაზღვროს რა იქნება შემდეგი ნაბიჯები კორონავირუსის პანდემიის პირობებში", - წერია ჩემპიონატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუდი გობერტს კორონავირუსი ოკლაჰომა სიტი სანდერსა და იუტა ჯაზს შორის თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე დაუდგინდა. ცხადია, თამაში მაშინვე გადაიდო.

ყველა კალათბურთელი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში რუდი გობერტთან შეხება ჰქონდა, კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფება და ტესტირებას ელოდება.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 126 380 შემთხვევა არის დაფიქსირებული, 4 634 ადამიანი ვირუსის შედეგად გარდაცვლილია და 68 310 კი გამოჯანმრთელებული.

კომენტარები