კორონავირუსი

შეიძლება, თუ არა ადამიანმა გადასდოს კორონავირუსი სიმპტომების გამოვლენამდე

რუსთავი 2

პაატა იმნაძემ დღეს მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ კორონავირუსს ადამიანი არ გადადებს მანამ, სანამ არ დაეწყება სიმპტომები. თუმცა, მოგვიანებით მედიასთანვე დააზუსტა, რომ, იშვიათ შემთხვევებში, სიმპტომების გამოვლენამდეც შეიძლება, იყოს გადამდები.

მსოფლიო განდაცვის ორგანიზაციის მომზადებულ დოკუმენტშიც ასევე მითითებულია, რომ არის შემთხვევები, როდესაც სიმპტომების გამოჩენამდე 24-48 საათით ადრეც ხდება გადადება, თუმცა - იშვიათად.

"ყველაზე უფრო გადამდები ადამიანი არის, როდესაც მას ხველა დაეწყება... სიმპტომები როდესაც დაეწყება, მაღალი ტემპერატურა რომ დაეწყება, გადამდები უკვე არის, მაგრამ ძალიან გადამდებია, როცა ხველება აქვს," - თქვა ასევე იმნაძემ.

კომენტარები