კორონავირუსი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდა

IPN

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს იური ნოზაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

სამინისტროში აცხადებენ, რომ ნოზაძის ოჯახის წევრს გასული კვირის ხუთშაბათს დაუდასტურდა კორონა ვირუსი COVID-19 და მას შემდეგ ნოზაძე იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. პარასკევს გაკეთებული პირველადი კვლევის შედეგი იყო უარყოფითი, ხოლო 10 მარტს, განმეორებით ჩატარებული კვლევების შედეგად მინისტრის მოადგილეს ვირუსი დაუდასტურდა. 

"გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მკურნალობას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ეპიდემიოლოგები შემხებლობის პერიოდიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად არ აყენებენ რისკის ქვეშ სამსახურში მასთან შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების ჯანმრთელობას"- წერია განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის 23 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. გუშინ, 10 მარტს, კორონავირუსით ბავშვის დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. დაინფიცირებული 12 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მსუბუქია.

კომენტარები