ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ვაინშტაინს ბენ აფლეკი იმ ხალხის სიაში ჰყავდა, რომლებსაც შესაძლოა მასზე საჯაროდ ესაუბრათ

ჰარვი ვაინშტაინი და ბენ აფლეკი

ჰარვი ვაინშტაინს ბენ აფლეკი "წითელი დროშის სიაში" ჰყავდა შეყვანილი - ამის შესახებ სასამართლოს დოკუმენტებში წერია.

ცნობილ პროდიუსერს "წითელი დროშის სია" ჰქონდა შედგენილი და იქ ისეთი ადამიანები ჰყავდა შეყვანილი, რომლებსაც შესაძლოა მის შესახებ ჟურნალისტებთან ესაუბრათ.

სია ნაწილია იმ 1000-გვერდიანი დოკუმენტისა, რომელიც ნიუ-იორკის უზენაეს სასამართლოს აქვს და რომელსაც უკანასკნელ სხდომაზე განიხილავდნენ.

"წითელი დროშის სიაში" დაახლოებით 70 ადამიანია შეყვანილი, მათ შორის არის ბენ აფლეკი, როუზ მაკგოვანი, ანაბელა სიორა, მისი კომპანიის ყოფილი თანამშრომლები ირვინ რეიტერი, ლესლი ჰედლენდი და სხვები.

სასამართლო სხდომის დროს, პირადი გამომძიებელი დაიკითხა, რომელსაც ჰარვი ვაინშტაინისგან დავალებული ჰქონდა, რომ სიაში შეყვანილი ადამიანები გამოეძიებინა, განსაკუთრებით კი ანაბელა სიორა. 

გამომძიებლის თქმით, მან ჰარვი ვაინშტაინისგან იმეილი მიიღო, რომელსაც სია და ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა მიბმული. "წითელ დროშებთან პირველ რიგში არის დასარეკი", - წერდა ვაიშტაინი მას.

ასევე პირადი გამომძიებლის თქმით, მას სიაში შეყვანილი ადამიანები არასდროს გამოუძიებია და არც აქვს ინფორმაცია, გააკეთა თუ ადა ეა ვინმე სხვამ.

---

25 თებერვალს, ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის უზენაესმა სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება [Third Degree Rape] და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა [First Degree Criminal Sexual act] დაუტმკიცა.

პროდიუსერს სექსუალური ძალადობის საქმე მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა, რომლის მიხედვითაც 2006 წელს მას ჰარვი ვაინშტაინმა ორალური სექსი აიძულა. გაუპატიურების საქმეზე კი უცნობია ვინ იყო მომჩივანი, თუმცა ცნობილია, რომ ფაქტი 2013 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა.

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ამის შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს გარშემო მყოფი ქალები წერდნენ სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე.

კომენტარები