საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: შეთანხმება შესაძლებელი გახდა, რადგან ქვეყანაში პასუხისმგებლიანი ხელისუფლებაა

რომ არ ყოფილიყო ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება, რომ არ ყოფილიყო ოპოზიცია, საერთაშორისო პარტნიორები და ეს ყველაფერიც რომ არ ყოფილიყო, რა თქმა უნდა ეს შეთანხმება ვერ მოხდებოდა. ეს შეთანხმება გახდა შესაძლებელი იმიტომ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, საქართველოს აქვს მდგრადი პოლიტიკური სისტემა. ამით მოიგო პირველ რიგში საზოგადოებამ და ქვეყანამ  და აქ არავის არაფერი უჩუქნია ერთმანეთისთვის და არც დაუთმია, ნურაფერს ნუ მივიწერთ ჩვენს თავზე, ეს არჩევნებიც და დემოკრატიაც ეკუთვნის ხალხს. ამიტომ, პოლიტიკოსებმა თუ რამე დათმეს, თუ მაინც ვინმე ამ ტერმინს იყენებს, მე ვფიქრობ, რომ დათმეს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მათ დაამტკიცეს, რომ პოლიტიკაში ყოფნის ლეგიტიმაცია აქვთ.

პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალკვაძე ტვ პირველის ეთერში გადაცემა "რეაქციაში" პასუხობს კითხვას, რომ არ ყოფილიყო ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, წავიდოდა თუ არა "ოცნება" დათმობაზე და დათანხმდებოდა თუ არა 120/30 პრინციპს.

კომენტარები