აჭარის ტელევიზია

ეუთო-ს სპეცწარმომადგენელი აჭარა TV-ზე: შეშფოთებული ვარ

OSCE

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ჰარლემ დეზირი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და წერს, რომ შეშფოთებულია მენეჯმენტის მხრიდან არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებული ცნობებით. 

"შეშფოთებული ვარ ვარ ბოლო პერიოდში საქართველოში, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოში საკვანძო თანამდებობის პირების გადადგომითა და გადაყენებით და ყველა იმ ცნობებით, რომელიც სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის ჩარევას ეხება. დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სოციალურ როლს ასრულებს და საკვანძოა მედიის თავისუფლებისთვის," - წერია Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც კი შექმნეს. 

22 ნოემბრიდან დღემდე არხი ზეწოლის შედეგად დატოვა ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი. 

კომენტარები