კორონავირუსი

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია: კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია

unian

კორონავირუსის პანდემიის საფრთხე რეალურია - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსიმა თქვა და აღნიშნა რომ საფრთხე დაინფიცირებული ქვეყნების რაოდენობის ზრდას უკავშირდება.  

"როცა ახალი კორონავირუსი ამ რაოდენობის ქვეყანაშია გავრცელებული, პანდემიის საფრთხე გაცილებით რეალური გახდა, თუმცა პირველი პანდემია იქნება ისტორიაში, რომლის გაკონტროლებაც შესაძლებელია"- აღნიშნა მან. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ იტალია, რომელიც "აგრესიულად" იბრძვის კორონავირუსის წინააღმდეგ, ვირუსის გავრცელების შეჩერებას მოახერხებს.

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 1797 ადამიანი დაინფიცირდა, დაიღუპა - 97.

8 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ჯამში 9 172 შემთხვევაა დადასტურებული. ეს ჩინეთის ( 80 739) შემდეგ ყველაზე დიდი მაჩვენებელია. იტალიაში დაიღუპა 463 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 724. იტალიის ჯანდაცვის ინსტიტუტის ინფორმაციით, დაღუპულთა საშუალო ასაკი 81 წელია. მათივე ინფორმაციით, უმრავლესობას თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა 113 000-ს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 62 832 პირი, გარდაიცვალა 3 990.

კომენტარები