კრიმინალი

"ქორწინების მიზნით" ქალის მოტაცებისთვის, წალკაში სამი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით, წალკის მუნიციპალიტეტში სამი პირი - 1991 წელს დაბადებული ა.ა., 1995 წელს დაბადებული პ.ა. და 1995 წელს დაბადებული გ.ი., დააკავეს.

"​გამოძიებით დადგინდა, რომ ა.ა.-მ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ორ თანამზრახველთან ერთად, ქორწინების მიზნით, ძალადობრივი გზით, უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება 2001 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს და წალკის მუნიციპალიტეტის მიმართულებით წაიყვანა" - აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები