არჩევნები 2020

კალაძე: ქართული დემოკრატია ქართული ოცნების პირობებში სწრაფად ვითარდება

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ტვიტერზე დაწერა. 

"ქართულმა ოცნებამ 2020 წლის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან კონსენსუსს მიაღწია - 120/30-ზე 1% -იანი ბარიერით. ქართული დემოკრატია ქართული ოცნების პირობებში სწრაფად ვითარდება", - წერს კალაძე. 

19 თებერვალს კალაძემ ოპოზიციასთან მოლაპარაკების მზაობაზე ტვიტერზე დაწერა და დასავლელი პარტნიორები მონიშნა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები 8 მარტს შეთანხმებით დასრულდა. შეხვედრაზე სახელისუფლებო და ოპოზიციურმა პარტიებმა მემორანდუმი მიიღეს, რომლის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 120/30-ზე განაწილებით ჩატარდება. 

საარჩევნო სისტემის პროპორციულთან დაახლოების გარდა, ოპოზიციის მეორე მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება იყო, რაზეც, ოპოზიციური ლიდერების თქმით, შეთანხმება ასევე მიღწეულია.

კომენტარები