არჩევნები 2020

კალაძე: ენმ ხავსს ეჭიდება, პირობას ვაძლევ, 2020 წლის ოქტომბერში არც ხავსი არ შერჩებათ ხელში

ვის თავში მოხვდა [დასავლელი პარტნიორების განცხადებები], ვის სახეში, ვის ცხვირ-პირში, მაგას 2020 წლის არჩევნები აჩვენებს. ნაციონალური მოძრაობა, ეს ადამიანები ერთადერთი დამოკიდებულები არიან ამ განცხადებებზე, ხომ იცით, ნათქვამია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ისეა მათი საქმე, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში არც ხავსი არ შერჩებათ ხელში. მაგის პირობას ვაძლევ.

საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110/40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, თუმცა, გუნდში იყო დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება

ამბობს ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე საარჩევნო სისტემაზე.

კომენტარები