ქობულეთში, 76 წლის მამაკაცს ეზოს დასუფთავებისას ცეცხლი მოეკიდა. კაცი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მამაკაცი საკუთარ ეზოში თივას წვავდა, რა დროსაც ხანძარი გაჩნდა და ცეცხლი კაცსაც მოედო.
შსს-ის ინფორმაციით, მომდარზე გამოძიება 187 მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.