ცნობილი ადამიანები

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი პირველ შვილს ელოდებიან.

ორსულობის შესახებ ინფორმაცია, კეტი პერიმ თავისი ახლად გამოსული სიმღერის "Never Worn White"-ის კლიპში დაადასტურა.

თავდაპირველად, მომღერალმა კლიპიდან ამონარიდი ინსტაგრამზე დადო, სადაც ბოლოში თავად ორსული გამოჩნდა.

კეტი პერი და ორლანდო ბლუმი ერთამენთს 2016 წლიდან ხვდებიან. 2017 წლის თებერვალში წყვილი დაშორდა, თუმცა ავვისტოში ისინი უკვე შერიგებულები იყვნენ. 2019 წლის 14 თებერვალს ისინი დაინიშნენ და ამის შესახებ საზოგადოებას ინსტაგრამით ამცნეს.

კომენტარები