რურუას წერილი ციხიდან

რურუა: სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან

როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან.სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს,ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა. 
მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ,ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული, მტკიცედ მწამს ჩვენი სიმართლის!
საქართველოში დამარცხდება ერთპიროვნული,არაფორმალური მმართველობა!
პ.ს. თავისუფლება იყო და არის კანონით შეუზღუდავი, ძალაუფლებისგან თავდასაცავი ერთადერთი ციხესიმაგრე - ენდრიუ
ჰამილტონი.

გიორგი რურუას წერილი ციხიდან

კომენტარები