საარჩევნო სისტემა

ბურჯანაძე: მე თანახმა ვარ, 120/30-ზე იყოს, რა თქმა უნდა, ნორმალური განაწილებით

ციფრებზე როცა არის ლაპარაკი, იქ ვაჭრობა დაარქვეს. ეს არ არის ვაჭრობა, ეს არის ჩვეულებრივი მოლაპარაკების პროცესი, როდესაც ერთი მხარე ცდილობს, რომ რაც მისთვის არის მისაღები, ის მოიპოვოს. მე თანახმა ვარ, 120/30-ზე იყოს. რა თქმა უნდა, ნორმალური განაწილებით. ქართულმა ოცნებამ ახლა რომ შემოგვთავაზა 110/40-ზე, თითქოს ვიღაც იტყვის ახლა, ვინც არ არის ჩახედული, რომ ნუ, კარგით ახლა, იყოს ასე. 

ჩვენ შეგვპირდა ქართული ოცნება, რომ იქნებოდა 150-ვე პროპორციული. ჩვენ ვიბრძოდით და საზოგადოებამ და მთელმა მსოფლიომ მიიღო დანაპირები, რომ ასე იქნებოდა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რადგან ეს აღარ ხერხდება და დავიხიეთ უკან, ძალა აღმართს ხნავს, აღარ შვება ქართული ოცნება ამას, შევთავაზეთ გერმანული მოდელი, უარი გვითხრეს. შევთავაზეთ მრავალმანდატიანი მოდელი, ასევე უარი გვითხრეს. რადგან არის საუბარი 100/50-ზე, 110/40-ზე, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ, რაც შეიძლება მეტ პროპორციულად არჩეულ დეპუტატს პარლამენტში და არა - მაჟორიტარს. გვესმის, რომ 10 მაჟორიტარზე ხელისუფლება არ წამოვა. გვესმის, რომ 130/20-ზე და 125/25-ზეც, თუმცა ვიბრძვით ამისთვის, მათთვის ძალიან მძიმე დასათმობია, მაგრამ მე ჩემი მხრიდან შემიძლია, ვთქვა, რომ თუ წამოვლენ 120/30-ზე, მე ძალიან შევეცდები, რომ ჩემი კოლეგები ოპოზიციური მაგიდიდან დავარწმუნო იმაში, რომ ჩვენი მხრიდანაც რაღაც კომპრომისული ნაბიჯი გადაიდგას, მაგრამ 110/40-ზე მე ეს არგუმენტები ნამდვილად ვერ მექნება

ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე საუბრობს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული მოლაპარაკებების შესახებ.

კომენტარები