პრეზიდენტის გამოსვლა

ცქიტიშვილი პრეზიდენტის გამოსვლაზე: იყო ძალიან ზოგადი, ძალიან მშრალი და ძალიან მოსაწყენი

საპარლამენტო რესპუბლიკაში განსაკუთრებით პრეზიდენტი კრიზისული სიტუაციებისთვის არის მნიშვნელოვანი ფიგურა და ეს, მე ვფიქრობ, რომ ვერ გამოიყენა, ყოველ შემთხვევაში, თავის გამოსვლაში ეს ვერ წარმოადგინა და იყო ძალიან ზოგადი, ძალიან მშრალი და ძალიან მოსაწყენი.

მე ვერ დავინახე ის, რა არ მოსწონს, თუნდაც ხელისუფლების მიმართ იმიტომ, რომ ის არ არის უმრავლესობის პრეზიდენტი მხოლოდ მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის, მათ შორის ჩემი მხარდაჭერითაცაა არჩეული. მე ველოდი, რომ ის უკვე დღეს იქნებოდა ზეპარტიული პრეზიდენტი, რომელიც უფრო კრიტიკული იქნებოდა, ერთი მხრივ, თუნდაც ოპოზიციის მიმართ და, მეორე მხრივ, ხელისუფლების მიმართაც იმიტომ, რომ ამ კრიზისში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ხელისუფლების ბრალი არის

ქართული ოცნებიდან გასული დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლას აფასებს.

კომენტარები