პრეზიდენტის გამოსვლა

პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება

facebook.com/Margvelashvili

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ყოველწლიური, საპარლამენტო გამოსვლა 7 აპრილს გაიმართება.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მრჩევლებთან ერთად საპარლამენტო გამოსვლისათვის მზადება უკვე დაიწყო.

"პრეზიდენტი საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს მოსახლეობისათვის ყველა საჭირბოროტო თემას შეეხება; მათ შორის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალურ საკითხებს, უსაფრთხოებასა და საგარეო ურთიერთობების, ასევე მედიისა და სასამართლოს თემებს", - ნათქვამია პრესრელიზში.

კომენტარები