პრეზიდენტის გამოსვლა

ქუცნაშვილი: ჩვენს წინაპრებს ბრძნული აზრების დაწერისას მოწმეები არ ჰყოლიათ

საზოგადოების ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს არა იმაზე, ვინ live-ში და ვინ ელექტრონული ფორმით მოისმენს ვიღაცის გამოსვლას, არამედ მთავარია ის, რას იტყვიან და რასაც იტყვიან, იმსახურებს მოსმენას თუ არ იმსახურებს მოსმენას, იმსახურებს რეაგირებას თუ არ იმსახურებს, შინაარსია, ჩემო ძვირფასებო, მთავარი და არა მოწმეთა და დამსწრეთა წრე. შესაბამისად, ჩვენი ძალიან ბევრი ბრძენი წინაპარი მარტო იჯდა და წერდა ხოლმე თავსი ოთახში რაღაც ბრძნულ აზრებს და არცერთი დამსწრე არ იყო ამ ბრძნული აზრების დაწერის მოწმე. მაინც მიდიოდა ყველა ქართველის გულამდე. ის რჩებოდა საუკუნეების განმავლობაში როგორც სწორი, ჯანსაღი და განვითარებაზე ორიენტირებული აზრი.

განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პრეზიდენტის ხვალინდელ გამოსვლასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ პრეზიდენტის გამოსვლაზე დასწრებას მინისტრთა კაბინეტი არ აპირებს.

კომენტარები