პრეზიდენტის გამოსვლა

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკური დებატების ფორმატის ცვლილებას

პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატის შეცვლას. 28 მომხრე, 50 წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, მას დეპუტატებთან დებატებში შესვლის საშუალება მისცემოდა, რასაც რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, გაგრძელდება ფრაქციების გამოსვლები, უმცირესობა-უმრავლესობის გამოსვლები, სპიკერატის გამოსვლები. იმედს გამოვთქვამ, რომ გადახედავს პრეზიდენტი პოზიციას და გადაწყვეტს, რომ იმოქმედოს ინსტიტუტის პატივსცემით, საქართველოს პარლამენტის პატივისცემით და პატივი სცეს კანონს, რეგლამენტს. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ პრეზიდენტი დაუბრუნდება პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზს. ეს იქნებოდა როგორც პარლამენტის ინსტიტუტის, ასევე, საკუთარი, პრეზიდენტის ინსტიტუტის პატივისცემის გამოვლინება" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი ერთი საათის წინ დატოვა.

კომენტარები