ლედი გაგა 10 აპრილს ახალ ალბომს გამოუშვებს - ამის შესახებ მომღერალმა ტვიტერზე ორშაბათს დაწერა.
ალბომს "Chromatica" ერქმევა და ის ლედი გაგასთვის რიგით მეექვსე იქნება.
"გეპატიჟებით "Chromatica"-ში, რომელიც 10 აპრილს გამოვა. ეს არ არის ალბომის გარეკანი, თუმცა იმიტომ გავაკეთეთ, რომ ცოტა ხნით გაერთოთ", - წერს მომღერალი.
ლედი გაგამ რამდენიმე დღის წინ ახალი სიმღერა "Stupid Love" გამოუშვა.
მომღერალმა ბოლოს ალბომი 2016 წელს ჩაწერა. ამის შემდეგ, მას მხოლოდ მუსიკალური პროექტები ჰქონდა, მათ შორის ფილმ "Star is Born"-ისთვის დაწერილი ოსკაროსონი სიმღერა "Shallow"