lady gaga

Lady Gaga საავადმყოფოში გადაიყვანეს

Ladygaga.com

ამერიკელი მომღერალი ლედი გაგა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომღერალს კონცერტის გადადება მოუწია ბრაზილიაში. ამის შესახებ მან საკუთარ ინსტაგრამზე დაპოსტა.

"ბრაზილია, ჩემთვის დამანგრეველია, რომ იმდენად კარგად არ ვარ რიოში რომ ჩამოვიდე. თქვენთვის ყველაფერს გავაკეთებდი, მაგრამ დროა ჩემს სხეულს მივხედო. გთხოვთ გამიგოთ. გპირდებით, მალე დავბრუნდები და გიმღერებთ. ძალიან ვწუხვარ და მიყვარხართ."- წერს გაგა.

მომღერალმა მისი საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზებზეც დაწერა.

"ეს არ არის მხოლოდ მენჯის ტკივილი, ან დაღლილობა, მე სასტიკ ტკივილს განვიცდი. მაგრამ ძალიან კარგი ექიმების ხელში ვარ. გთხოვთ არ დაივიწყოთ ჩემი სიყვარული თქვენს მიმართ"- წერს ამერიკელი მომღერალი.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ლედი გაგას ფიბრომიალგია აქვს, რაც სხეულის ქრონიკულ ტკივილს იწვევს.

კომენტარები