lady gaga

Lady Gaga-მ კონცერტისას სიმღერა შეწყვიტა და ტრამპი და პენსი გააკრიტიკა [Video]

ამერიკელმა მომღერალმა Lady Gaga-მ ლას ვეგასში კონცერტისას სიმღერა მოულოდნელად შეწყვიტა და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი გააკრიტიკა:

"შეიძლება, რომ აშშ-ის დედა*****მა პრეზიდენტმა მთავრობა გახსნას? ხალხი ხელფასიდან ხელფასამდე ცხოვრობს და თავიანთი კუთვნილი ფული სჭირდებათ. და მივმართავ მაიკ პენსს, რომელსაც მისაღები ჰგონია, რომ მისი ცოლი იმ სკოლაში მუშაობს, რომელიც ლგბტქ ადამიანებს კრძალავს, შენ ცდები! შენ ამბობ, რომ ქრისტიანობა დისკრიმინაციის მსხვერპლი არ უნდა იყოს, მაგრამ შენ ქრისტიანის ყველაზე ცუდი სახე ხარ. მე ქრისტიანი ქალი ვარ და რაც ვიცი ქრისტიანობაზე არის ის, რომ ჩვენ არავის განვიკითხავთ და ყველას ვიღებთ. ასე რომ, ბატონო პენს, შეგიძლიათ ეგ სირცხვილი აიღოთ და სარკეში ჩაიხედოთ და იქ იპოვით."

სიმღერის დასასრულს კი მან თქვა: "ვილოცებ მიშელის [ობამა] და ჯო ბაიდენისათვის."

კომენტარები